logo
ENG



გუბაზ სანიკიძე, თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

07 მარ 202616:59
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/07/zrqfwxq4kvmkhzq.png

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი დაიბარეს.

ხიდაშელი და სანიკიძე კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან აპირებენ.

რაც შეეხება კანდელაკს, არსებული ინფორმაციით, უწყებაში მისვლას ისიც არ აპირებს და მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის კითხვებს უპასუხებს.

არსებული ინფორმაციით, სუს-ს კითხვები პოლიტიკოსებთან მიმართებით მათი მხრიდან მედიაში გაკეთებული განცხადების საფუძველზე აქვს. პოლიტიკოსების განცხადებები ეხება საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას.

 


close დახურვა