logo
ENG



სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მარნეულის მერიის თანამშრომელი, რიმა ოთარაშვილი დააკავა

09 მარ 202616:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/09/ue9w97ddvctblun.png

დღეს, 9 მარტს, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელი და ერთი მოქალაქე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული საჯარო მოხელე რიმა ოთარაშვილია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფ-გამიჯვნის საკითხის თითქოსდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელმა და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მოქალაქისგან მოითხოვეს 60 000 აშშ დოლარი, საედანაც წინასწარ აიღეს 5 000 აშშ დოლარი“, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში


close დახურვა