logo
ENG



კლინიკის დირექტორი: ილია II კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტშია, მდგომარეობა საყურადღებოა

17 მარ 202610:45
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/17/pcarrfwvkvlonr4.jpg

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის სოფიო ასპანიძის ცნობით, პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე რჩება. 

კლინიკის დირექტორის თქმით, მდგომარეობა საყურადღებოა.

"პაციენტი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილურია" - თქვა სოფიო ასპანიძემ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღამით პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყავნეს. ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

"ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური. ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა