უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება ევროკავშირის ინიციატივას უკრაინის დასახმარებლად საერთო 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის აღების შესახებ, თუმცა გადაწყვეტილების დაბლოკვასაც არ გეგმავს.
მისი თქმით, უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას ფინანსურ ვალდებულებაში, მაგრამ განსხვავებით ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანისგან, ვეტოს გამოყენებას არ აპირებს და ევროკავშირის სხვა წევრებს არ შეუშლის ხელს.
ამასთან, მადიარმა უკრაინის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ ემხრობა ომში მყოფი ქვეყნის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას.
