logo
ENG



ირანული მედია: ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად ბასიჯის 300-მდე წევრი დაიღუპა

17 მარ 202618:53
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/17/4n2h7ssnxnozoqw.png

ირანული მედიასაშუალების ინფორმაციით, ირანში ღამით განხორციელებული მასშტაბური დარტყმების შედეგად „ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის“ ბასიჯის დაჯგუფების დაახლოებით 300 მეთაური და საველე თანამშრომელი დაიღუპა.

გავრცელებული ცნობებით, დარტყმები მიმართული იყო ბასიჯის ძალების საკვანძო სამეთაურო და ოპერატიულ ცენტრებზე. იერიშები, სავარაუდოდ, შეეხო იმ სტრუქტურებს, რომლებიც დიდი ხანია გამოიყენება ანტისამთავრობო პროტესტების ჩასახშობად და საზოგადოებრივი უკმაყოფილების კონტროლისთვის.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი შეტევისას დაზიანდა ბასიჯის დამხმარე დანაყოფის სარემონტო და ტექნიკური მომსახურების ცენტრი, სადაც ასობით ავტომობილი და მოტოციკლი ინახებოდა. აღნიშნული ტრანსპორტი გამოიყენებოდა ქუჩის ოპერაციებსა და უბნებში პატრულირებისთვის. პირველადი ინფორმაციით, ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურებულია.

დარტყმები ასევე განხორციელდა თეირანის დიდი რეგიონის პასუხისმგებელ სამხედრო ერთეულთან დაკავშირებულ ობიექტებზე.

გარდა ამისა, სერიოზულად დაზიანდა თეირანში მდებარე სტრატეგიული სამეთაურო ცენტრი.

მძიმე დანაკარგები განიცადა უსაფრთხოების ბატალიონებმაც, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საპროტესტო აქციების ჩახშობაში. მათი დანაყოფები დაზარალდა როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკის თვალსაზრისით.


close დახურვა