რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ილია II-ის დაკრძალვაზე ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ვენიამინი წარმოადგენს. ამის შესახებ პატრიარქის მრჩეველმა განაცხადა.
მისი თქმით, მიტროპოლიტი ვენიამინი დაკრძალვაზე კირილეს დავალებით მიემგზავრება.
მიტროპოლიტმა ვენიამინმა ასევე სამძიმარი გამოხატა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო. მის წერილში აღნიშნულია, რომ ბელარუსის მართლმადიდებელი მორწმუნეები ღრმა მწუხარებით შეხვდნენ ილია II-ის გარდაცვალების ცნობას.
