საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სამძიმრის წერილს ავრცელებს.
"ვგლოვობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს. მისი სულიერი ლიდერობა და მდგრადი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ. დაე, მშვიდობით განისვენოს", - წერია რუბიოს სამძიმრის წერილში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ილია II-ს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
