logo
ENG



ილია მეორის დაკრძალვაზე ვატიკანიდან დელეგაცია ჩამოვა

20 მარ 202614:07
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/20/ejbrz06kd3j1g37.jpg

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაზე ვატიკანიდან დელეგაცია ჩამოვა. ინფორმაციას Catholic.ge ვატიკანის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვატიკანიდან დელეგაციაში იქნება ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი.

კარდინალთან ერთად დელეგაციაში იქნებიან:

▪︎  მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი;

▪︎  მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში;

▪︎  მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქრათველოში;

▪︎  ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი;

▪︎ მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში.


close დახურვა