logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: არაა შორს ის დღე, როცა დავაყენებთ საკითხს უწმინდესის კანონიზაციის შესახებ

20 მარ 202615:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/20/wbui9ouwxat2gq3.jpg

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, "არ არის შორს ის დღე, როდესაც დააყენებენ საკითხს უწმინდესის კანონიზაციის შესახებ".

ეს განცხადება მან სამებაში, ჟურნალისტებთან გააკეთა.

"რატომ არის კიდეც მნიშვნელოვანი, მასთან ახლოს მისვლა და შეხება მის სხეულთან და საფლავთან - მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ არ არის შორს ის დღე, როდესაც ჩვენ დავაყენებთ საკითხს მისი უწმინდესობის კანონიზაციის შესახებ და ეს არგუმენტი, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ნიშანი წმინდანობის არის საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, გარდა ამისა, უკვე არის ასეთი შემთხვევები, განკურნების, სასწაულების მოხდენის და მიდით და სთხოვეთ და შეგისრულებთ, ნახავთ, თუ ასე არ იქნება", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი  ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ილია II-ს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. 


close დახურვა