logo
ENG



უკრაინამ დრონით რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო

20 მარ 202618:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/20/io35a3r1fpqvs1j.jpg

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის რობერტ ბროვდის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს. რობერტ ბროვდის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული Ка-52 ტიპის ვერტმფრენი პოკროვსკის ფრონტზე დრონის გამოყენებით ჩამოაგდეს.

ბროვდის ინფორმაციით, ავარიული დაშვების შემდეგ, რუსული ვერტმფრენის ეკიპაჟმა გაქცევა სცადა, თუმცა უკრაინელი სამხედროების დრონებმა რუსებს ამის შესაძლებლობა არ მისცეს

Defense Express-ის ექსპერტები განმარტავენ, რომ ეს რუსეთ-უკრაინის ომის დროს FPV-დრონით ვერტმფრენის ჩამოგდების პირველი დადასტურებული შემთხვევაა და რუსეთ-უკრაინის ომის დროს დრონით ვერტმფრენის ჩამოგდების მეორე ცნობილი შემთხვევა.


close დახურვა