logo
ENG



უკრაინული მედია: რუსეთში დრონების სამიზნე სამხედრო დანიშნულების ქიმიური ქარხანა გახდა

04 აპრ 202611:45
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/04/m8z1khkk1fh60vn.png

უკრაინული მედიის ცნობით, ღამით აფეთქებები იყო რუსეთის ტერიტორიაზე.  მედიის ცნობით, ქალაქ ტოლიატში დრონების სამიზნე ორი სამხედრო დანიშნულების ქიმიური ქარხანა გახდა, სადაც ამ დრომდე ხანძარს ებრძვიან.

რუსული მხარის განცხადებით, უკრაინული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ქალაქ ტაგანროგში.

ასევე, მათი ცნობით, აზოვის ზღვაში, ტაგანროგთან ახლოს, უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს რუსულ გემზე, რის შედეგადაც ხომალდზე ხანძარი გაჩნდა.

პარალელურად, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მასირებული იერიშები გრძელდება.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ყველაზე მძიმე დარტყმა სუმმა მიიღო, სადაც მოიერიშე დრონი 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 11 ადამიანი, კორპუსში კი ძლიერი ხანძარი გაჩნდა. საჰაერო განგაშისა და აფეთქებების ხმა ისმოდა კიევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებშიც.

 


close დახურვა