logo
ENG



ისრაელ კაცი: მომდევნო კვირის განმავლობაში ირანზე დარტყმები მნიშვნელოვნად გაძლიერდება

21 მარ 202617:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/21/spovink9uw2gby9.png

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანში 8000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, მათივე ინფორმაციით ირანის სამხედრო შესაძლებლობები შემცირებულია.

"ამ დროისთვის, 8000-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით, მათ შორისაა ირანული გემები, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამ კვირიან პერიოდში საზღვაო ძალების ყველაზე მასშტაბური განადგურების ფაქტია. ირანის საზღვაო ფლოტი აღარ არის, მათი გამანადგურებლები აღარ დაფრინავენ. მათ დაკარგეს შესაძლებლობა დრონები და რაკეტები იმ სიხშირით გაუშვან, როგორც კონფლიქტის დასაწყისში აკეთებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში .

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აანონსებს, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ირანზე დარტყმები მნიშვნელოვნად გაძლიერდება. მისი განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები და ამერიკელი სამხედროები ერთობლივ ოპერაციას განახორციელებენ ირანის რეჟიმისა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

ირანული წყაროების ცნობით, იერიში მიტანილია საჰაერო ძალების შტაბბინაზე. პარალელურად, ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ისრაელისა და ამერიკის სამიზნე ნათანზის ბირთვული ობიექტი გახდა.


close დახურვა