logo
ENG



გზისა და ტროტუარის "გადაკეტვის" საბაბით სამი მოქალაქე დააკავეს

25 მარ 202618:26
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/25/ev5n75kf2lggf3k.jpg

გზისა და ტროტუარის "გადაკეტვის" საბაბით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 3 ადამიანს შეუფარდეს პატიმრობა. 

აქედან ორს საავტომობილო გზაზე ავტომობილების მოძრაობისთვის ხელის შეშლას ედავებოდნენ, ერთს კი – ტროტუარზე დრომით ქვეითად გამვლელებისთვის დაბრკოლების შექმნას.

ამ საქმეზე დღეს 4 მოქალაქის პროცესი გაიმართა, თუმცა ერთ-ერთ მათგანს - ლევან ხმიადაშვილს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა სესილი ბუთხუზს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ. ასევე, 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ამირან ურუშაძეს, რომელსაც 31 იანვარს ავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდნენ. რაც შეეხება ლაშა კაციას, მას 7 თებერვალს აქციაზე ასევე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდნენ და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.


close დახურვა