ირანი აცხადებს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის დრონების საწინააღმდეგო სისტემის საწყობი დაბომბა.
ირანის სამხედრო წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ უკრაინის ეს შეიარაღება აშშ-ის ძალების დასახმარებლად გამოიყენებოდა.
"მას შემდეგ, რაც დუბაიში ამერიკელი მეთაურებისა და ჯარისკაცების სამალავი დაიბომბა, დუბაიში მდებარე უკრაინული დრონების საწინააღმდეგო სისტემების საწყობი დაიბომბა და განადგურდა", - ნათქვამია ირანის სამხედრო ცენტრალური ოპერატიული სარდლობის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო მედია ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო. სამინისტროს სპიკერმა ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "სიცრუე" და "დეზინფორმაცია" უწოდა.
ამ ინფორმაციის გავრცელებამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც განაცხადა, რომ ორი ქვეყანა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდა.
