logo
ENG



The Guardian: საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა

28 მარ 202618:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/28/553jof3j4kfudw4.png

The Guardian წერს, რომ საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა.

საბერძნეთის სანაპირო დაცვაში აცხადებენ, რომ მიგრანტებით სავსე ნავი, რომელიც ლიბიიდან გამოვიდა, ზღვაში 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ში განაცხადეს, რომ კუნძულ კრეტასთან 26 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

სააგენტოში ასევე თქვეს, რომ მგზავრები ზღვაში 6 დღის განმავლობაში სასმელი წყლისა და საკვების გარეშე იყვნენ.

გადარჩენილმა მგზავრებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა ცხედრები ხმელთაშუა ზღვაში გადაყარეს.


close დახურვა