logo
ENG



აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ირანის ბუნებრივი რესურსების ოფიცერი მოკლეს

30 მარ 202611:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/30/u9vxldwi36mqz17.png

ირანული მედიის ცნობით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკლულია კიდევ ერთი ირანელი მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი მაჯიდ ზაქარიაი.

ირანული მედიების ინფორმაციით, პოლკოვნიკი მაჯიდ ზაქარიაი ირანის ბუნებრივი რესურსების ორგანიზაციაზე აშშ-ისრაელის მიერ 29 მარტს განხორციელებული შეტევისას მიღებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ცნობისთვის, მაჯიდ ზაქარიაი ირანის ბუნებრივი რესურსების დაცვის ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადეს, რომ თეირანში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ახორციელებენ.

"ამჟამად ისრაელის თავდაცვისძალები თეირანის მასშტაბით ირანის ტერორისტული რეჟიმის სამხედრო ინფრასტრუქტურას ურტყამს", - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ისრაელის სამხედრო-საჰაერო ოპერაციის დაწყებიდან ლიკვიდირებულთა შორის არიან ირანელი მაღალჩინოსნები, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 11 000-ზე მეტი სამიზნე დაიბომბა და 150-ზე მეტი ირანული გემი დაზიანდა ან განადგურდა. განცხადების თანახმად, აშშ-ის ძალები ბომბავენ ობიექტებს, რათა ჩამოშალონ ირანული რეჟიმის უსაფრთხოების აპარატი და პრიორიტეტს ანიჭებენ ლოკაციებს, რომლებიც უშუალო საფრთხეს წარმოადგენენ.

სამიზნეთა სიაში არიან: სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" შტაბ-ბინები, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სადაზვერვო ლოკაციები, ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემები, ბალისტიკური რაკეტების ლოკაციები, ირანული საზღვაო ფლოტის გემები და წყალქვეშა ნავები, ირანული საჰაერო თავდაცვის სისტემები, გემები საწინააღმდეგო რაკეტების ლოკაციები, სამხედრო კომუნიკაციის ძალები, ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საწარმოები, იარაღის საწარმოები და შენახვის ბუნკერები, ანტი-საჰაერო რაკეტების ლოკაციები და სამხედრო ძალების დამხმარე ინფრასტრუქტურა.


close დახურვა