logo
ENG



ირანმა რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაურის დაღუპვა დაადასტურა

30 მარ 202612:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/30/a2k1tcdljnviuxe.png

Reuters-ის ინფორმაციით ირანმა რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების მეთაურის, ალირეზა ტანგსირის გარდაცვალება დაადასტურა.

გამოცემის ცნობით, ალირეზა ტანგსირი მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა 26 მარტს განაცხადა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების მეთაური სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად გაანადგურეს.

"ზუსტი და სასიკვდილო ოპერაციის დროს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების მეთაური, ტანგსირი, საზღვაო ძალების სარდლობის მაღალჩინოსნებთან ერთად", - განაცხადა ისრაელ კაცმა.

დღეს, ასევე ირანული მედიის ცნობით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკლულია კიდევ ერთი ირანელი მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი მაჯიდ ზაქარიაი.

ირანული მედიების ინფორმაციით, პოლკოვნიკი მაჯიდ ზაქარიაი ირანის ბუნებრივი რესურსების ორგანიზაციაზე აშშ-ისრაელის მიერ 29 მარტს განხორციელებული შეტევისას მიღებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ცნობისთვის, მაჯიდ ზაქარიაი ირანის ბუნებრივი რესურსების დაცვის ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა.

 

 


close დახურვა