logo
ENG



დუშეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარედგინა

30 მარ 202613:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/30/jjy15mhib5cf0a8.png

პროკურატურის განცხადებით, დუშეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარედგინა.

წარსულში ნასამართლევმა პირმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისასდაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს პროკურატურამ დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 26 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი გაგუდა იგი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - ნათქვამია განცხადებაში


close დახურვა