logo
ENG



აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე გადადგა

30 მარ 202613:13
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/30/hgvrkk3albguutw.png

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე გადადგა - ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მსურს, განვაცხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ბევრისთვის ეს ფაქტი უკვე ცნობილია პრაქტიკულად, თუმცა სამართლებრივი პროცედურაა, რომ ეს განცხადება უნდა გაკეთდეს. ვაფიქსირებ ჩემს ამ პოზიციას. გადადგომის განცხადებასთან ერთად მინდა, მადლობა ვუთხრა „ქართული ოცნების“ გუნდს. სამი მოწვევის განმავლობაში არასრული 10 წელი ვხელმძღვანელობდი ამ მნიშვნელოვან ინსტიტუციას, ვემსახურე ხალხს, როგორც შემეძლო. ძალები არ დამიზოგავს. მადლობა მინდა ვუთხრა განსაკუთრებით პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს" - თქვა გაბაიძემ.

დავით გაბაიძე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის, ნათესავია. ის აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას 2016 წლიდან იკავებდა.


გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ცოტნე ანანიძე მოიაზრება.


close დახურვა