საქართველოში დენი 5 თეთრით გაძვირდა. დენის დანახარჯის გაზრდილი ტარიფით გამოთვლა 1 აპრილიდან დაიწყება. ელექტროენერგიის ფასი თბილისშიც და რეგიონებშიც გაზარდა.
თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება.
ასევე, სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც. ზრდა 1-ელი აპრილიდან, საშუალოდ, 5-6 თეთრით დაფიქსირდება. კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, კომერციული სექტორისთვის, 110-35 კვ.მდე არსებული ტარიფი - 25.267 გაიზარდა 5.055 თეთრით და გახდა 30.322. 10-6-3.3 კვ.მდე ასევე გაიზარდა და 27.880-ის მაგივრად, განისაზღვრა 34.632-ით. რაც შეეხება 380-220 კვ.მდე არსებულ ტარიფს, 28.961 თეთრის მაგივრად, 35.731 თეთრი იქნება.
რეგიონებში "ეპ ჯორჯია" იმ მომხმარებლებს, რომლებიც 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 15.041 თეთრიდან 20.041 თეთრამდე ეზრდებათ, 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24.053 თეთრამდე იზრდება, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე გაიზრდება.
სემეკს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში უნდა მიეღო, თუმცა გადაწყვეტილების მიღება გადადო.
დღეს კი, დროებითი ტარიფის მოქმედების ვადა ამოიწურა. ცნობისთვის, აქამდე ელექტროენერგიის ტარიფი თბილისში 15-დან 23 თეთრამდე მერყეობდა, რეგიონებში - 14-დან 23 თეთრამდე
