1-ელი მაისიდან სილქნეტის მობილურის ულიმიტო და ოპტიკური ინტერნეტი გაძვირდება. მომატებული ტარიფების შესახებ შეტყობინება მომხმარებლებს კომპანიამ უკვე დაუგზავნა.
თუკი აქამდე 5-დღიანი ულიმიტო ინტერნეტის ფასი 7 ლარი იყო, მაისიდან 8 ლარი იქნება, 7-დღიანი ულიმიტოს - 9 ლარის ნაცვლად 10 ლარი. თუკი აქამდე 15-დღიან ულიმიტო ინტერნეტში 18 ლარს იხდიდით, მომდევნო თვიდან 20 ლარის გადახდა მოგიწევთ. 3 ლარით იმატებს ერთთვიანი ულიმიტო ინტერნეტის ღირებულება და 32 ლარის ნაცვლად, 35 ლარი ხდება.
რაც შეეხება სტანდარტულ პაკეტებს - ინტერნეტის მოცულობა იზრდება, ფასები კი უცვლელი დარჩება. სილქნეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი პირებისთვის, მრავალშვილიანი სტატუსის მქონე ოჯახებისა და 18 წლამდე შშმ პირებისთვის იმოქმედებს შეღავათები.
