უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისათვის აღდგომის დღესასწაულის დროს და ენერგეტიკული ზავისთვის.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ ფორმატს და ზოგადად, ომის დასრულებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ღირსებას და დამოუკიდებლობას არ დაკარგავს. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დანებებას არ აპირებს.
"ჩვენ მზად ვართ აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩემი აზრით, გულწრფელად რომ ვთქვა, ნორმალური ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ სიცოცხლეს, საუბრობენ ცეცხლის შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე სამუდამოდ და არა მხოლოდ რამდენიმე დღით. მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის, გარდა კომპრომისისა, რომელიც ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს ეხება.
მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა. თუ რუსეთი მზად იქნება, ჩვენც მზად ვართ. დაე, შემოგვთავაზონ ნებისმიერი ვადა - მზად ვართ ამ საკითხის გადასაჭრელად", - თქვა ზელენსკიმ
