ესპანეთის თავდაცვის მინისტრის მარგარიტა რობლესის განცხადებით, ესპანეთმა თავისი საჰაერო სივრცე ირანზე თავდასხმებში ჩართული აშშ-ის თვითმფრინავებისთვის დახურა.
"არ ვიძლევით არც სამხედრო ბაზების გამოყენების და არც საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას ირანში ომთან დაკავშირებული ქმედებებისთვის", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ესპანეთმა აშშ-ს როტასა და მორონის ბაზების "უკანონო ომისთვის" გამოყენებაზე უარი უთხრა.
"ყველა ფრენის გეგმა, რომელიც ირანში ოპერაციებთან არის დაკავშირებული, უარყოფილია. ყველა მათგანი, მათ შორის თვითმფრინავების საწვავის შევსების გეგმა", -განაცხადა სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ირანში აშშ-ისრაელის სამხედრო მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე იყო.
