logo
ENG



ქალაქ ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

30 მარ 202618:45
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/30/hclvhcvbgiyrfky.png

ცოტა ხნის წინ ქალაქ ყვარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1974 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების განცხადებით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა კონტროლი დაკარგა, რამაც შეჯახება გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.


close დახურვა