აშშ-ის საელჩომ საქართველოში მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე განცხადება გაავრცელა.
საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუბიომ კობახიძესთან საერთო ინტერესის საკითხები, მათ შორის რეგიონში უსაფრთხოება განიხილა.
"სახელმწიფო მდივან რუბიოს ზარი საქართველოს პრემიერმინისტრ კობახიძესთან საუბრის შეჯამება 2026 წლის 30 მარტი ქვემოთ მოცემული განცხადება ეკუთვნის მთავარი პრესსპიკერის მოადგილე ტომი პიგოტს: დღეს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ განიხილეს საერთო ინტერესის საკითხები, მათ შორის უსაფრთხოება კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში" - ვკითხულობთ საელჩოს ინფორმაციაში
