logo
ENG



ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავენ

01 აპრ 202610:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/01/384yobuntx1v5ed.png

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ, რომელიც ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობას ეხება.

სესიის დღის წესრიგის მიხედვით, პლენარულ სხდომაზე კონგრესის წევრები მოისმენენ 2025 წლის 24–25 სექტემბერს საქართველოში განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის შედეგებს. ანგარიშს მომხსენებელი სტიუარტ დიქსონი წარადგენს, რის შემდეგაც გაიმართება დებატი და კენჭისყრა შესაბამის რეზოლუციასა და რეკომენდაციაზე.

ანგარიში, რომელიც „ადგილობრივი დემოკრატიის დაცვის“ ჭრილში აფასებს ვითარებას, შეიცავს რეკომენდაციებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ. დოკუმენტის მიხედვით, კონგრესი მოუწოდებს ხელისუფლებას, განაახლოს პოლიტიკური დიალოგი ყველა დონეზე ინკლუზიური პროცესის გზით, უზრუნველყოს სხვადასხვა აქტორის მონაწილეობა, შეამციროს პოლარიზაცია და გააძლიეროს დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები.

ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია კონგრესის რეკომენდაციების და ვენეციის კომისიის მოსაზრებების შესრულების აუცილებლობა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას და ევროპული ქარტიის სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად.


close დახურვა