ტელეარხი Al Hadath-ი იტყობინება, რომ ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი, გოლამ-ჰოსეინ მოჰსენი-ეჟეი, თეირანზე განხორციელებული ერთ-ერთი საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა.
ინფორმაცია ეყრდნობა მედიის ხელთ არსებულ წყაროებს, თუმცა ირანის ხელისუფლებას ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
მათივე ცნობით, იერიში მიტანილი იქნა ჩრდილოეთ თეირანში მდებარე სამთავრობო კვარტალზე, სადაც მაღალჩინოსანთა რეზიდენციები მდებარეობს.
მოჰსენი-ეჟეი ითვლება ირანის რეჟიმის ერთ-ერთ „ხერხემლად“, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში რეპრესიებსა და მკაცრ სასამართლო გადაწყვეტილებებზე.
