logo
ENG



ტრამპი: ირანს ძალიან მალე დავტოვებთ

01 აპრ 202612:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/01/i1k7a0wdp2jr3u1.jpg

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციას 2-3 კვირაში დაასრულებს. აშშ-ს პრეზიდენტმა ეს კომენტარი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. „ჩვენ ამას ძალიან მალე გავაკეთებთ და ფასებიც დაიწევს“ -თქვა დონალდ ტრამპმა.

სამხედრო მოქმედებების დასაწყისში ტრამპი ვარაუდობდა, რომ ირანში აშშ-ს სამხედრო ოპერაციას დაასრულებდა, დათქმული ვადა შაბათს იწურება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო ოპერაციის დაწყებას ჰქონდა მთავარი მიზანი - ირანს არ ჰქონოდა ბირთვული იარაღი, ტრამპს მიაჩნია, რომ ეს მიზანი მიღწეულია.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირწმუნება, რომ წარმატებით მიმდინარეობს და ირანი აშშ-ს მიერ დაყენებული პირობების დიდ ნაწილს ეთანხმება. თეირანი ამას უარყოფს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ 31 მარტს „ალ-ჯაზირას“ განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან, კომუნიკაცია აქვს, მაგრამ ეს მოლაპარაკების ფორმატი არ არის.


close დახურვა