სინოდის სხდომიდან გამოსულმა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა განაცხადა, რომ სხდომაზე პროცედურულ და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს, დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები.
მისივე თქმით, მომდევნო გაფართოებული სხდომა , სავარაუდოდ ლათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ გაიმართება.
"ეს იყო თითქმის 6 საათიანი სხდომა, ცივილიზებულ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, გამოვთქვით ჩვენი აზრები, ძირითადად განვიხილეთ პროცედურული საკითხები, ძალიან პრაქტიკული მხარე განვიხილეთ, შეიქმნა საარჩევნო კომისია. რაც შეეხება განათლებისა და ასაკობრივ საკითხს ამის შესახებ მსჯელობა იქნება შემდეგ სხდომაზე. აზრის გაცვლა-გამოცვლა იყო. ყველაფერი დამოკიდებული იქნება კენჭისყრაზე, როგორც აირჩევს უმრავლესობა, ალბათ ეს გადაწყდება 40-ის შემდეგ. იქნება სინოდის გაფართოებული კრება, სადაც ჩვენ ავირჩევთ პატრიარქს", - თქვა მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა .
იყო მოლოდინი, რომ დღევანდელ სხდომაზე უნდა შეთანხმებულიყო კრიტერიუმები - მათ შორის განათლებისა და ასაკობრივი შეზღუდვის საკითხები - რომელთა საფუძველზეც გაირკვეოდა, ვინ შეძლებდა საპატრიარქო კანდიდატურის დაყენებას.
