logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება

03 აპრ 202619:05
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/03/hoczd12t011mvx6.png

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, წმიდა სინოდის სხდომაზე ძირითადად პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს.

მან აღნიშნა, რომ საპატრიარქო კანდიდატებს, 3 კანდიდატს შემდეგ სინოდის სხდომაზე გამოარჩევენ, ხოლო პატრიარქის არჩევის გაფართოებული კრება სამებაში ჩატარდება.

"გაფართოებულ სხდომაზე დაახლოებით 2000 კაცს ველოდებით, ამხელა კრების ჩატარება არ არის ადვილი ტექნიკური თვალსაზრისით... 

ახლა გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება, ოღონდ დასჭირდება ამას თავისი შეზღუდვები, დაცვა და ყველაფერი, მოკლედ, ამაზე ვიმსჯელეთ პროცედურა როგორი იქნება.

შემდეგ სინოდზე ჩვენ გამოვირჩევთ სამ კანდიდატს...

სათითაოდ იქნება კენჭისყრა და ვინც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს, ის 3 კანდიდატი იქნება წარდგენილი გაფართოებულ კრებაზე", - განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა.

 


close დახურვა