აშშ-ის თეთრი სახლის განცხადებით, პირველი ლედის, მელანია ტრამპის, მორიგი ძალისხმევით, რუსეთ-უკრაინის ომის ფარგლებში, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდა.
თეთრი სახლის ცნობით, პირველი ლედი მელანია ტრამპი და მისი წარმომადგენელი კვლავ ჩართულნი არიან რუსეთსა და უკრაინასთან ერთად მუშაობაში, რათა აღმოაჩინონ და გააერთიანონ ის პირები, რომლებიც მიმდინარე ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულნი გახდნენ.
"ექვსი უკრაინელი არასრულწლოვანი, რომლებიც ამჟამად რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ, სამშობლოში, უკრაინაში, საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან.
ქალბატონი ტრამპის ხელშეწყობით მეშვიდე უკრაინელი ბავშვი ამ თვის ბოლოს დაუბრუნდება ასევე ოჯახს.
პირველი ლედი მელანია ტრამპი და მისი წარმომადგენელი რუსეთთან და უკრაინასთან მიმდინარე საკითხზე მუშაობას აგრძელებენ, რათა გამოავლინონ და გააერთიანონ ის პირები, რომლებიც მიმდინარე ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცნენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
"მსოფლიოს ამ რეგიონში ბავშვების საყვარელ ადამიანებთან დაბრუნება დღეს ისევ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური საკითხია.
მე იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე მუდმივი თანამშრომლობის ერთგული დარჩება", - განაცხადა მელანია ტრამპმა.
ცნობისთვის, 2025 წლის აგვისტოში მელანია ტრამპმა ვლადიმერ პუტინს "მშვიდობის წერილი" გაუგზავნა, რომელშიც მას გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისკენ მოუწოდა.
დონალდ ტრამპმა წერილი პიტინს ალასკის სამიტამდე გადასცა.
