აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ ირანისთვის მიცემული ვადა, დადოს შეთანხმება ან ჰორმუზის სრუტე გახსნას, იწურება.
მისი თქმით, ირანს ამისთვის 48 საათი დარჩა.
"გახსოვთ, როდესაც ირანს 10 დღე მივეცი იმისთვის, რომ ან შეთანხმება დადონ ან ჰორმუზის სრუტე გახსნან. დრო იწურება, 48 საათი დარჩა, სანამ ჯოჯოხეთი დაატყდებათ თავს. დიდება უფალს!", - წერს დონალდ ტრამპი.
