logo
ENG



საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი იგეგმება

05 აპრ 202614:56
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/05/2ieycue0hex50m1.png

საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი იგეგმება. ალიევი თბილისში, სავარაუდოდ, ხვალ, 6 აპრილს ჩამოფრინდება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ინფორმირებულმა წყარომ.

თბილისის ცენტრში აზერბაიჯანის დროშებია გამოფენილი, რაც მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტზე მიანიშნებს.

ალიევის ვიზიტს წინ უძღოდა ჟურნალისტ აფგან სადიგოვის გაძევება აზერბაიჯანში, სადაც მას სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრება. ბაქო მის გადაცემას 2024 წლიდან ითხოვდა.


close დახურვა