logo
ENG



ისრაელ კაცი: ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში ნავთობქიმიურ ობიექტს დაარტყეს

06 აპრ 202616:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/06/58qeiq5jzu0q88w.png

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის ცნობით, ირანში ნავთობქიმიურ ობიექტს დაარტყეს.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას "მთელი ძალით" გააგრძელებენ.

ისრაელ კაცის თქმით, ობიექტი ქვეყნის ნავთობქიმიური პროდუქციის დაახლოებით ნახევარს აწარმოებდა.

"ისრაელის თავდაცვის ძალებმა  ასალუიეში მდებარე უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტს ძლიერი დარტყმა მიაყენეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას თავდასხმა სხვა ობიექტზე განხორციელდა.

ახლა ორი ობიექტი, რომლებზეც ირანის ნავთობქიმიური ექსპორტის დაახლოებით 85%-ი მოდის, ექსპლუატაციიდან ამოღებულია და არ ფუნქციონირებს.

ეს არის მძიმე ეკონომიკური დარტყმა, რომლის ღირებულება ათობით მილიარდი დოლარია ირანის რეჟიმისთვის. ნავთობქიმიური ინდუსტრია რევოლუციური გვარდიის საქმიანობის დაფინანსებისა და ირანის სამხედრო ძალის მშენებლობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა", - განაცხადა ისრაელ კაცმა. 

 

 

 

 

 

 

“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.


close დახურვა