logo
ENG



საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა

07 აპრ 202612:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/07/2hnzctz4hq18u2d.png

ქართული ოცნების ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელემ, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში შედგენილი ფარული სამუშაოების აქტების ხელმოწერით დადასტურების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი.

ბრალდებული უშუალოდ თანხის აღების ფაქტზე დააკავეს, ფულადი თანხა კი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით", - აცხადებს საგამოძიებო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.


close დახურვა