ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა.
ამასთან, მისივე განცხადებით, ეს „ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით“ განხორციელდება.
აბას არაღჩას თქმით, ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა, თუ მის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყდება.
პარალელურად, მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტაზე ორივე მხარის თანხმობისა, ქვეყანაში ირანიდან გაშვებული რაკეტები მაინც დააფიქსირეს.
