logo
ENG



პოლონეთის საგარეო პოლიტიკის EU-ის გაფართოების კონტექსტში საქართველო ნახსენები არაა

08 აპრ 202614:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/08/ul7x6ecxclfzawa.png

პოლონეთმა 2026–2030 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში საქართველო ნახსენები არ არის. დოკუმენტში ვარშავა პრიორიტეტულ პარტნიორებად მხოლოდ უკრაინას, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ასახელებს.

სტრატეგიის მიხედვით, პოლონეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიის ზონის გაზრდის საშუალებას, თუმცა კატეგორიულად ეწინააღმდეგება კრიტერიუმების შემსუბუქებას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები უნდა ეფუძნებოდეს დამსახურებაზე დაფუძნებულ შეფასებას (პრინციპით „მეტი მეტისთვის“) და სრულად უნდა იცავდეს პოლონეთის საკვანძო ინტერესებს. ვარშავა მიიჩნევს, რომ ევროკავშირი დღეს რუსული რევიზიონიზმისა და საერთაშორისო აქტორების მხრიდან მზარდი კონკურენციის პირობებში იმყოფება.


close დახურვა