"Associated Press"-ის ცნობით, ბუდაპეშტში, არჩევნებამდე 1 დღით ადრე, ვიქტორ ორბანის საწინააღმდეგო აქცია-კონცერტი ჩატარდა, რომელსაც 100 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.
აქცია-კონცერტის კადრებს სხვადასხვა მედიები ავრცელებენ. კონცერტზე, ქვეყნის ათობით ყველაზე პოპულარული შემსრულებელი მონაწილეობდა და ისინი უნგრელებს მოუწოდებდნენ, რომ 12 აპრილს მოქალაქეებმა ხმა მისცენ ორბანის მთავრობის შეცვლას.
შემსრულებელები ორბანის მისამართით პროტესტს საკუთარი მუსიკით გამოხატავდნენ.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები ხშირად სკანდირებენ ფრაზას - "რუსებო წადით სახლში". მათი თქმით, ორბანის მთავრობა ევროპის ყველაზე პრო-რუსულ ხელისუფლებად იქცა.
12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას 4 პარტია იღებს.
