logo
ENG



ორბანმა მადიარს გამარჯვება მიულოცა

12 აპრ 202623:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/12/wq49wxdnpr69pp0.png

ვიქტორ ორბანმა პეტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა, ამის შესახებ მადიარმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მადიარის თქმით, ორბანმა მათ გამარჯვება ტელეფონის საშუალებით მიულოცა.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში დათვლილია ხმების თითქმის 46%.

ამ დროისთვის წინასწარი შედეგებით: მადიარის "ტიზას" საპარლამენტო მანდატების 67.8% ერგება (40 პროპორციული და 95 მაჟორიტარული მანდატი)

ორბანის "ფიდესს" - მნადატების 28.6% აქვს (46 პროპორციული და 11 მაჟორიტარული მანდატი).

უშუალოდ პროპორციულ ნაწილში დათვლილია ხმების 31%. მადიარს 52% აქვს, ორბანს - 39.4 პროპორციული სისტემით 199 მანდატიდან 93 განისაზღვრება.


close დახურვა