უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა - ამის შესახებ მან მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ორბანის თქმით, არჩევნების შედეგები "ფიდესისთვის" მტკივნეულია.
"არჩევნების შედეგები ჯერ საბოლოდ არ არის ცნობილი, თუმცა მაინც ნათელია. ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ გვერგო. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას", - თქვა ორბანმა.
მანამდე, პეტერ მადიარმა დაწერა, რომ მას გამარჯვება ორბანმა ტელეფონით მიულოცა.
