logo
ENG



მადიარი: ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მაგრამ არ გავხდებით პუტინის მეგობრები

13 აპრ 202613:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/13/n0s0yhcy3byw3l2.png

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიის "ტიზას" ლიდერმა, პეტერ მადიარმა, განაცხადა რომ რუსეთთან ექნებათ მოლაპარაკებები, მაგრამ მეგობრები არ გახდებიან.

"ჩვენ მოგვიწევს რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ჩვენი ენერგოდამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება. ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ეს მყისიერად ვერ მოხდება. საჭიროების შემთხვევაში, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მაგრამ არ გავხდებით მეგობრები" - განაცხადა მადიარმა

ამ განცხადებით მადიარი მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სიტყვებს გამოეხმაურა. ორბანმა თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, "ტიზა" "პროუკრაინულ მთავრობას შექმნიდა" და პირობა დადო, რომ მოსკოვთან მათ მოლაპარაკებებს დააკვირდებოდა.

ამ დროისთვის, ხმების 98.9%-ის დათვლის შედეგად, "ტიზა" პარლამენტში 138 მანდატს იღებს, რაც მას საკონსტიტუციო უმრავლესობას ანიჭებს, ხოლო ვიქტორ ორბანის "ფიდესს" 55 მანდატი ექნება. 


close დახურვა