უნგრეთში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ორი სხვადასხვა კვლევის შედეგი გამოქვეყნდა.
ორივე კვლევის მიხედვით, ოპოზიციური "ტიზა" დამაჯერებლად იმარჯვებს.
საუბარია საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე, რომელიც წინა დღეებში ჩატარდა და არა საარჩევნო დღის ეგზიტპოლზე.
Median-ის გამოკითხვით, პეტერ მადიარის პარტია 57.1%-ს აგროვებს, რაც მისი პარტიისთვის 135 მანდატს ნიშნავს - ორმესამედიანი უმრავლესობისთვის საჭიროა 133 მანდატი.
ამ შედეგებით, ვიქტორ ორბანის "ფიდესს" 37.1% აქვს. გამოკითხვა 7-11 აპრილს ჩატრდა. 21 Research Centre-ის კვლევით, მაგიარის პარტიას 55% აქვს (132 მანდატი). ამ შედგებით, ორბანის პარტია 38%-ს აგროვებს. კვლევა 8-11 აპრილს ჩატარდა.
უნგრეთის დროით 7 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. დღის მანძილზე არჩევნებზე მიმსვლელთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდებოდა.
