logo
ENG



ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს ეწვევა

13 აპრ 202613:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/13/bcdsoo95p1fox2t.png

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს ეწვევა, ამის შესახებ ინფორმაციას მაიკლ ო’ფლაერტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

"საქართველოში მივემგზავრები, რათა მთავრობასთან, ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილო", - წერს მაიკლ ო’ფლაერტი X-ზე.


close დახურვა