რომის პაპმა, ლეო XIV- მ ტრამპის კრიტიკას განცხადებით უპასუხა. რომის პაპის თქმით, მას ტრამპის ადმინისტრაციის არ ეშინია.
‘’არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის ან სახარებიდან გზავნილის ხმამაღლა წარმოთქმა, რადგან მჯერა, რომ აქ ამისთვის ვარ და აქ ეკლესია ამისთვის არის. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ჩვენ საგარეო პოლიტიკას იმ პერსპექტივიდან არ განვიხილავთ, როგორც შეიძლება ის ამას აღიქვამდეს. თუმცა, როგორც მშვიდობისმყოფელს, სახარების გზავნილის მწამს. ომის წინააღმდეგ სიტყვით კვლავ ხმამაღლა გამოვალ. მე ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდობისა და შერიგების ხიდების აგებისთვის გზები ეძებონ, ასევე, მოძებნონ გზები იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს, როცა ეს შესაძლებელია, ომი თავიდან აიცილონ“, - განაცხადა რომის პაპმა.
მანმდე, ტრამპმა რომის პაპი ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა.
„ეკლესიამ სიაში მხოლოდ იმიტომ შეიყვანა, რომ ის ამერიკელია და იფიქრეს, ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობისთვის საუკეთესო გზა იქნებოდა. მე რომ თეთრ სახლში არ ვყოფილიყავი, ლეო ვატიკანში არ იქნებოდა. ლეო, როგორც პაპი გონს უნდა მოეგოს, საღ აზრს მიმართოს და რადიკალი მემარცხენეების ინტერესებისთვის ანგარიშის გაწევა უნდა შეწყვიტოს. მან აქცენტი უნდა გააკეთოს იმაზე, რომ დიდებული პაპი იყოს და არა პოლიტიკოსი. ეს მას ძალიან აზიანებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს კათოლიკურ ეკლესიას აზიანებს“, - დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, რომის პაპმა ლეო XIV-მ ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენჯერმე გააკრიტიკა და დონალდ ტრამპს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
