რომის პაპის, ლეო XIV-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რომის პაპმა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და პუტინს იქ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა შესაძლებელი გახდეს მოსახლეობისთვის დახმარება.
"პაპმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ხერსონის ოლქში მდებარე ქალაქ ოლეშკის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა [პუტინს], რათა შესაძლებელი გახდეს საკვების მიწოდება, სამედიცინო დახმარების გაწევა და მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი და უსაფრთხო ევაკუაცია
„დასასრულს, წმინდა მამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წმინდა საყდრის ერთგულება დიალოგისა და მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ქალაქი ოლეშკი რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის ფრონტის ხაზთან მდებარეობს.
ქალაქში საკვების მიწოდება ვერ ხერხდება, ხოლო რუსული არმია მოსახლეობას ქალაქიდან ევაკუაციის შესაძლებლობას არ აძლევს.
