ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებმა ირანის პორტების ბლოკადა დაიწყო ჰორმუზის სრუტეში, რაც ძალაში შევიდა ადგილობრივი დროით დილის 10 საათიდან.
ბლოკადა განხორციელდა დონალდ ტრამპიის მიერ დადგენილი ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ. ამიერიდან ყველა ქვეყნის გემი, რომლიც ირანის პორტებში შედის ან ტოვებს, დაექვემდებარება ამერიკული სამხედრო ძალების კონტროლს.
ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ გემებს, რომლებიც არაირანულ პორტებს შორის გადაადგილდებიან, კვლავ ექნებათ ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანზიტის უფლება.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ იმუშავებს ბლოკადის პრაქტიკული მექანიზმი და რა ფორმით განხორციელდება გემების კონტროლი რეგიონში.
