logo
ENG



14 აპრილი - დედაენის დღე

14 აპრ 202610:49
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/14/gq89hu5iujmu3ql.png

14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს.

1978 წელს ამ დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის გაუქმება იგეგმებოდა. დემონსტრანტების უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ, საპროტესტო გამოსვლებს მხარს უჭერდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლებიც. მთავრობის სახლთან მობილიზებული იყო საბჭოთა ჯარი, იდგა შეტაკების რეალური საფრთხე.

საბჭოთა საქართველოში მოქალაქეების ერთიანობამ ხელისუფლება აიძულა, დათმობაზე წასულიყო - ქართულ ენას შეუნარჩუნდა კონსტიტუციური სტატუსი.

14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.


close დახურვა