logo
ENG



ესპანეთის სასამართლომ კორუფციის საქმეზე პრემიერ-მინისტრის ცოლს ბრალი წარუდგინა

14 აპრ 202615:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/14/96uddmxp38i24fk.png

მედიის ცნობით, სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ცოლს, ბეგონა გომესს, ბრალი წარუდგინეს. 

გომესს ბრალი წარუდგინეს კორუფციის საქმეში, რომელზეც სისხლის სამართლის გამოძიება ორი წლის წინ დაიწყო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გომესს ბრალი გაფლანგვის, ზეგავლენით ვაჭრობის, ბიზნეს ურთიერთობებში კორუფციისა და თანხების მითვისების მუხლებით წარედგინა.

ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, ესპანეთში გომესის წინააღმდეგ გამოძიება 2024 წლის აპრილში დაიწყო, რათა დაედგინათ, გამოიყენა თუ არა მან პრემიერ-მინისტრის ცოლის სტატუსი პირადი სარგებლის მიღების მიზნით. 

 


close დახურვა