logo
ENG



ანტონ ჩეჩინს, სერგეი კუხარჩუკსა და არტემ გრიბულს ციხეში ბანქოს საქმეზე საპროცესო გაუფორმდათ

15 აპრ 202614:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/15/0sx842qjt0dwfwq.jpg

პროკურატურამ ანტონ ჩეჩინს, სერგეი კუხარჩუკსა და არტემ გრიბულს ციხეში ბანქოს თამაშის გამო 5-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა. სამივე მათგანმა ბრალი აღიარა, აღიარების საფუძველზე კი პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

ჩეჩინის, კუხარჩუკისა და გრიბულის წინააღმდეგ მორიგი სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია, თუმცა საპატიმროს ვერც ერთი მათგანი დატოვებს. გრიბულსა და ჩეჩინს ნარკოტიკების შეძენა-შენახვის საბაბით 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ხოლო კუხარჩუკს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ჯგუფური მოქმედების გამო.

ციხეში ბანქოს თამაშის საბაბით ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი 2026 წლის 3 თებერვალს წაუყენეს. შემთხვევა საპატიმროში 5 ოქტომბერს მოხდა.
მათ პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 378 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილით წაუყენა, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნით სარგებლობას გულისხმობს. დანაშაულის 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. 

close დახურვა