logo
ENG



"ოცნების" პარლამენტმა „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა

15 აპრ 202618:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/15/ofsw3bh5jzr2ong.png

"ოცნების" პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით საბოლოოდ მიიღო „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

მიღებული ცვლილებების თანახმად, იცვლება „გრანტის“ სამართლებრივი დეფინიცია. კერძოდ, გრანტად აღარ ჩაითვლება საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა თუ საკონსულოების მიერ გამოყოფილი ის ფინანსები, რომლებიც მიმართულია უცხოური სახელმწიფოების ან პოლიტიკური პარტიების ინტერესების, პოლიტიკური ხედვებისა და მიდგომების მხარდაჭერისკენ.

კანონი ადგენს გარკვეულ გამონაკლისებსაც, რომლებზეც გრანტის გაცემის ახალი წესები არ გავრცელდება: შეზღუდვები არ შეეხება „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ და მის მიერ გაცემულ დაფინანსებას; რეგულაციების მიღმა რჩება საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი გრანტებიც.

 


close დახურვა